საქართველოში არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი
26-27 ივლისს საქართველოში
მოსალოდნელი ამინდი.
28 ივლისამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმიანი
ამინდი.
ქ. თბილისში 25 ივლისს, დღის მეორე ნახევრიდან 28 ივლისამდე
დროგამოშვებით იწვიმებს. ჰაერის ტემპერატურა 25 ივლისს დღისით +31,
+33, ხოლო 26-27 ივლისს +26, +28 გრადუსი დაფიქსირდება.
აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი,
თიანეთი, ფასანაური): ზოგან მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმიანი
ამინდი. ჰაერის ტემპერატურა 25 ივლისს დღისით +28, +30 გრადუსი
იქნება, ხოლო 26-27 ივლისს დაიკლებს.
საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი,
გუდაური, ომალო): მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმიანი ამინდი. ჰაერის
ტემპერატურა დღისით +22, +24 გრადუსი იქნება.