საქართველოში ცვალებადი ამინდია მოსალოდნელი
26 ივლისამდე საქართველოს ცალკეულ
რაიონში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმიანი ამინდი.
ქ. თბილისში 23-24 ივლისს უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 25 ივლისს
მოიღრუბლება და გაწვიმდება. ჰაერის ტემპერატურა 23-24 ივლისს დღისით
+33, +35, 25 ივლისს კი +27, +29 გრადუსი დაფიქსირდება.
სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): 23 და 25
ივლისს უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 24 ივლისს გაწვიმდება. ჰაერის
ტემპერატურა დღისით +27, +29 გრადუსი დაფიქსირდება.
დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი, ქუთაისი,
სამტრედია, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი): 23 და 25 ივლისს უნალექო
ამინდი იქნება, ხოლო 24 ივლისს გაწვიმდება. ჰაერის ტემპერატურა დღისით
+31, +33 გრადუსი დაფიქსირდება.
აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი,
თიანეთი, ფასანაური): ზოგან მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით.
შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება. ჰაერის ტემპერატურა დღისით
+28, +30 გრადუსი იქნება.
აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (ახალქალაქი, წალკა,
ბაკურიანი, გუდაური, ომალო): ზოგან მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა
ელჭექით. შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება. ჰაერის
ტემპერატურა დღისით +23, +25 გრადუსი იქნება.