სამცხე-ჯავახეთში ცვალებადი ამინდია მოსალოდნელი
13 ივლისის დილამდე რაჭა-ლეჩხუმისა
და ქვემო სვანეთის, სამცხე-ჯავახეთის და შიდა ქართლის რეგიონებში
მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია
სეტყვა და ქარის გაძლიერება.
მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია აღნიშნული რეგიონების პატარა
მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში
მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს
ინფორმაციას "გარემოს ეროვნული სააგენტო" ავრცელებს