საქართველოში ნალექია მოსალოდნელი
გარემოს ეროვნული სააგენტოს
ინფორმაციით, 16-18 ივნისს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით
წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა, ქარის გაძლიერება,
ზღვაზე 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა.
სააგენტოს გაფრთხილებით, მოსალოდნელმა ნალექებმა საქართველოს
მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, პატარა
მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში
მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.
(საფრთხის დონე საშუალო).