მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი - როდემდე გაგრძელდება უამინდობა
გარემოს ეროვნული სააგენტოს
ინფორმაციით, საქართველოში უამინდობა 6 მაისამდე შენარჩუნდება.
მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია
ელჭექი, სეტყვა, ელჭექის დროს ქარის ხანმოკლე გაძლიერება.
მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია
წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე
წყალმოვარდნები, ხოლო მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების
ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.