ბორჯომში ჰაერის ტემპერატურა იმატებს
17-18 აპრილს საქართველოში
მოსალოდნელი ამინდი.
საქართველოში მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის მნიშვნელოვანი
მომატება.
აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი,
თიანეთი, ფასანაური, დედოფლისწყარო): თბილი და უნალექო ამინდია
მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +27, +29 გრადუსამდე
მოიმატებს.
საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი,
გუდაური, ომალო): თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის
ტემპერატურა დღისით +20, +22 გრადუსამდე მოიმატებს.
ქ. თბილისში თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის
ტემპერატურა დღისით +27, +29 გრადუსამდე მოიმატებს.
ინფორმაციას "გარემოს ეროვნული სააგენტო" ავრცელებს