11-13 აპრილი - მოსალოდნელი ამინდი სამცხე-ჯავახეთში
11-13 აპრილს საქართველოს ზოგიერთ
რაიონში შენარჩუნებული იქნება წვიმიანი
ამინდი. ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი,
თიანეთი, ფასანაური, დედოფლისწყარო): ზოგან წვიმაა მოსალოდნელი.
ჰაერის ტემპერატურა დღისით +20, +22 გრადუსი იქნება.
აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (ახალქალაქი, წალკა,
ბაკურიანი, გუდაური, ომალო): ზოგან წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის
ტემპერატურა დღისით +15, +17 გრადუსი იქნება.
თბილისში 11 აპრილს მცირე წვიმაა მოსალოდნელი, ხოლო 12-13 აპრილს
თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით
+22, +24 გრადუსი დაფიქსირდება.