როგორი ამინდია მოსალოდნელი უახლოესი დღების განმავლობაში
9-10 აპრილს დასავლეთ საქართველოში
შენარჩუნებული იქნება უმეტესად უნალექო ამინდი, 11 აპრილს კი ზოგან
გაწვიმდება.
აღმოსავლეთ საქართველოში 9-11 აპრილს ზოგან წვიმიანი ამინდია
მოსალოდნელი.
ქ. თბილისში 9 აპრილს გამოიდარებს, 10-11 აპრილს მცირე წვიმაა
მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +19, +21 გრადუსი
დაფიქსირდება.
აღმოსავლეთ საქართველოს მთიან
რეგიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური,
დედოფლისწყარო): დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის
ტემპერატურა დღისით +19, +21 გრადუსი იქნება.
აღმოსავლეთ საქართველოს
მაღალმთიან რეგიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური,
ომალო): დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით
+10, +15 გრადუსი იქნება.
დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში 9-10 აპრილს უმეტესად უნალექო
ამინდია მოსალოდნელი, 11 აპრილს კი ზოგან გაწვიმდება. ჰაერის
ტემპერატურა დღისით +22, +24 გრადუსი დაფიქსირდება.
სანაპირო რაიონებში
უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა
დღისით +18, +20 გრადუსი დაფიქსირდება.