წვიმა ელჭექით, სეტყვა, შტორმი - მოსალოდნელი ამინდი საქართველოში
გარემოს ეროვნული სააგენტოს
ინფორმაციით, 3 აპრილის დღის მეორე ნახევრიდან 4 აპრილის დილამდე
საქართველოში მოსალოდნელია
დასავლეთის მიმართულების ძლიერი
ქარი. ზღვაზე შესაძლებელია 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა. საღამოს
საათებში ზოგან მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, შესაძლებელია
სეტყვაც.