2-3 აპრილს ბორჯომში ტემპერატურა 26 გრადუსამდე მოიმატებს
გარემოს ეროვნული სააგენტოს
ინფორმაციით, მომდევნო დღეებში საქართველოში მაღალი ტემპერატურაა
მოსალოდნელი.
აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი,
თიანეთი, ფასანაური, დედოფლისწყარო) 2-3 აპრილს თბილი და უნალექო
ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +24, +26 გრადუსამდე
მოიმატებს. 4 აპრილს, სითბოს ფონზე, ზოგან ხანმოკლე წვიმა ელჭექით და
ძლიერი ქარია მოსალოდნელი.
აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (ახალქალაქი, წალკა,
ბაკურიანი, გუდაური, ომალო): 2-3 აპრილს თბილი და უნალექო ამინდი
იქნება. 4 აპრილს, სითბოს ფონზე, ზოგან ხანმოკლე წვიმა ელჭექით და
ძლიერი ქარია მოსალოდნელი.
თბილისში თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა
დღისით +22, +24 გრადუსამდე მოიმატებს. 4 აპრილს იქროლებს
ჩრდილო-დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.