20 მარტის ამინდის პროგნოზი
19 მარტიდან 20 მარტის დღის მეორე
ნახევრამდე საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, მაღალმთაში თოვლი, ზოგან
ძლიერი, შესაძლებელია ნისლი,
მოსალოდნელმა ნალექებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის
დონეების მნიშვნელოვანი მატება, გორაკ-ბორცვიან ზონებში
მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება, ხოლო მაღალმთიან
რეგიონებში ზვავების ფორმირება გამოიწვიოს.
ხილვადობის გაუარესებისა და ზვავსაშიშროების გამო საავტომობილო გზების
ცალკეულ მონაკვეთებზე შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის
მოძრაობა.