19 იანვრის ამინდის პროგნოზი
19-21 იანვარს საქართველოში
მოსალოდნელი ამინდი
19-20 იანვარს საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში ჰაერის ტემპერატურა +13, +18
გრადუსამდე მოიმატებს. 21 იანვარს დღის ბოლოდან გაწვიმდება,
მაღალმთაში მოთოვს.
ქ. თბილისში უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში
+11, +13 გრადუსამდე მოიმატებს.
სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): 19-20 იანვარს
უნალექო ამინდი იქნება, 21 იანვარს კი იწვიმებს. ჰაერის ტემპერატურა
დღის საათებში +15, +17 გრადუსი დაფიქსირდება.
დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ქუთაისი, ზესტაფონი, ზუგდიდი,
მარტვილი, ოზურგეთი): 19-20 იანვარს უნალექო ამინდი იქნება, 21
იანვარს კი იწვიმებს. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +16, +18
გრადუსი დაფიქსირდება.
დასავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი,
შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო): 19-20 იანვარს უნალექო ამინდი იქნება,
21 იანვარს კი იწვიმებს. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +9, +11
გრადუსი დაფიქსირდება.
დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (მესტია, ბახმარო): 19-20
იანვარს უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 21 იანვარს მოთოვს. ჰაერის
ტემპერატურა დღის საათებში +2, +7 გრადუსი დაფიქსირდება.
ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი):
19-20 იანვარს უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 21 იანვარს ზოგან
გაწვიმდება. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +11, +13 გრადუსი
დაფიქსირდება.☁️ კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი,
ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო): უნალექო ამინდი იქნება.
ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +12, +14 გრადუსი დაფიქსირდება.
აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი,
თიანეთი, ფასანაური, დედოფლისწყარო): 19-20 უნალექო ამინდი იქნება,
ხოლო 21 იანვარს ზოგან გაწვიმდება. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში
+9, +11 გრადუსი დაფიქსირდება.
აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (ახალქალაქი, წალკა,
ბაკურიანი, გუდაური, ომალო): 19-20 იანვარს უნალექო ამინდი იქნება,
ხოლო 21 იანვარს ზოგან მოთოვს. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +2,
+7 გრადუსი დაფიქსირდება.