ახალი ამბები
ბორჯომსა და ბაკურიანში უნალექო ამინდია მოსალოდნელი
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 30 ნოემბრიდან საქართველოში მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის მომატება. 1-3 დეკემბერს დასავლეთ საქართველოს დაბლობში +23 გრადუსამდე, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +15, +20 გრადუსამდე დათბება. 30 ნოემბერს, სითბოს ფონზე, დასავლეთ საქართველოში ნალექიანი ამინდი იქნება.

1-3 დეკემბერს ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე თბილი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.

აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური, დედოფლისწყარო): უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +14, +16 გრადუსი დაფიქსირდება. აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო): უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. დღის ტემპერატურა +11, +13 გრადუსამდე მოიმატებს.


სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): 30 ნოემბერს გაწვიმება, ხოლო 1-3 დეკემბერს თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა +21, +23 გრადუსამდე მოიმატებს. დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ქუთაისი, ზესტაფონი, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი): 30 ნოემბერს გაწვიმება, ხოლო 1-3 დეკემბერს თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა +21, +23 გრადუსამდე მოიმატებს.


დასავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო): 30 ნოემბერს გაწვიმება, ხოლო 1-3 დეკემბერს თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა +19, +21 გრადუსამდე მოიმატებს. დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (მესტია, ბახმარო): 30 ნოემბერს ნალექიანი ამინდი იქნება, ხოლო 1-3 დეკემბერს შედარებით თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. დღის ტემპერატურა +12, +14 გრადუსამდე მოიმატებს.

ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი): უმეტესად უნალექო ამინდი იქნება, დღის ტემპერატურა +17, +19 გრადუსამდე მოიმატებს.

კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო): უნალექო ამინდი იქნება, დღის ტემპერატურა +18, +20 გრადუსამდე მოიმატებს.

თბილისში უნალექო ამინდი იქნება, 1-3 დეკემბერს ჰაერი +17, +19 გრადუსამდე გათბება.
Print E-mail
FaceBook Twitter
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.