საქართველოში წვიმაა მოსალოდნელი
6 ნოემბერს, დღის მეორე ნახევრიდან 7
ნოემბრის დილამდე დასავლეთ საქართველოში და აღმოსავლეთ საქართველოს
ცალკეულ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი.
ზოგან იქროლებს დასავლეთის
მიმართულების ძლიერი ქარი. 9 ნოემბრამდე უმეტესად უნალექო ამინდია
მოსალოდნელი.
ქ. თბილისში უმეტესად უნალექოდ. 7 ნოემბერს დროგამოშვებით იქროლებს
ჩრდილო-დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა
დღისით +19, +21 გრადუსი იქნება.
სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): 7 ნოემბრის
დილამდე წვიმაა მოსალოდნელი, შესაძლებელია ელჭექიც. 9 ნოემბრამდე
თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით
+21, +23 გრადუსია მოსალოდნელი.
დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ქუთაისი, ზესტაფონი, ზუგდიდი,
მარტვილი, ოზურგეთი): 7 ნოემბრის დილამდე წვიმაა მოსალოდნელი. 9
ნოემბრამდე თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის
ტემპერატურა დღისით +21, +23 გრადუსი დაფიქსირდება.
დასავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი,
შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო): 7 ნოემბრის დილამდე წვიმაა
მოსალოდნელი. 9 ნოემბრამდე უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის
ტემპერატურა დღისით +18, +20 გრადუსი დაფიქსირდება.
დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (მესტია, ბახმარო): 7
ნოემბრის დილამდე ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი. 9 ნოემბრამდე
უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +13, +15
გრადუსი დაფიქსირდება.
ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი): 7
ნოემბრის დილამდე ზოგან ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი. იქროლებს
დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. 9 ნოემბრამდე შედარებით თბილი
და უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +20,
+22 გრადუსი დაფიქსირდება.
კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი,
ახმეტა, დედოფლისწყარო,): 7 ნოემბრის დილამდე ზოგან შესაძლოა იწვიმოს.
იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. 9 ნოემბრამდე
შედარებით თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი იქნება.ჰაერის
ტემპერატურა დღისით +20, +22 გრადუსი დაფიქსირდება.
აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი,
თიანეთი, ფასანაური): დედოფლისწყარო,): 7 ნოემბრის დილამდე ზოგან
ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი. იქროლებს დასავლეთის მიმართულების
ძლიერი ქარი. 9 ნოემბრამდე უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის
ტემპერატურა დღისით +15, +17 გრადუსი დაფიქსირდება.
აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (ახალქალაქი, წალკა,
ბაკურიანი, გუდაური, ომალო): 7 ნოემბრის დილამდე ზოგან ნალექიანი
ამინდია მოსალოდნელი. იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.
9 ნოემბრამდე უმეტესად უნალექო ამინდი იქნება ჰაერის ტემპერატურა
დღისით +11, +13 გრადუსი დაფიქსირდება.