"გარემოს ეროვნული სააგენტო" მოსახლეობას აფრთხილებს
3 აგვისტოს დღის ბოლოდან 5
აგვისტომდე დასავლეთ საქართველოს მთიან და აღმოსავლეთ
საქართველოს ზოგიერთ რეგიონებში (განსაკუთრებით კახეთსა და
მცხეთა-მთიანეთში) მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა, ზოგან ძლიერი,
ელჭექი, სეტყვა და ქარი.
მოსალოდნელმა ძლიერმა წვიმებმა საქართველოს პატარა მდინარეებზე
შესაძლებელია წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში
მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება
გამოიწვიოს.