საქართველოში ამინდი გაუარესდება
29 ივნისიდან 1 ივლისის დილამდე
საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი და ელჭექი, აღმოსავლეთ
საქართველოში ზოგან სეტყვა.
30 ივნისს და 1 ივლისს იქროლებს
დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, ზღვაზე 4 ბალიანი შტორმი.
მოსალოდნელმა ძლიერმა წვიმებმა საქართველოს პატარა მდინარეებზე
შესაძლებელია წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში
მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება
გამოიწვიოს.