როგორი ამინდია მოსალოდნელი მომდევნო დღეებში
გარემოს ეროვნული სააგენტოს
ინფორმაციით, 16 ივნისს, საქართველოში სითბოს ფონზე შენარჩუნებული
იქნება წვიმიანი ამინდი, ზოგან ელჭექით, აღმოსავლეთ საქართველოში
შესაძლებელია სეტყვა.
ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში
დაბლობსა და ბარში +26, +31 გრადუსი იქნება.
17 ივნისს გამოიდარებს, ხოლო 18 ივნისიდან ისევ წვიმიანი ამინდია
მოსალოდნელი.
აღმოსავლეთ საქართველოში ზოგან შესაძლოა ძლიერი წვიმა და სეტყვა
აღინიშნოს.
თბილისში ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის
საათებში +29, +31 გრადუსი დაფიქსირდება.