18 მარტის ამინდის პროგნოზი
ბორჯომში დღეს სინოპტიკოსები
უმეტესად ღრუბლიან ამინდს ვარაუდობენ.
დღის განმავლობაში ჰაერის
ტემპერატურა 12 გრაუდსამდე აიწევს.
ბაკურიანში 5° გრადუსი და წვიმაა მოსალოდნელი.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 21 მარტამდე საქართველოს
ზოგიერთ რაიონში იწვიმებს, ხოლო 21-22 მარტს ქვეყნის ტერიტორიის
უმეტეს ნაწილზე დროგამოშვებით ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი.
როგორც გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია
აღნიშნული, 21-22 მარტს ზოგან იქროლებს დასავლეთის მიმართულების
ქარი.
„17-19 მარტს ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დაბლობსა და ბარში
+15, +20 გრადუსი იქნება, ხოლო 20-22 მარტს +11, +16 გრადუსამდე
დაიკლებს. თბილისში დროგამოშვებით იწვიმებს. ჰაერის ტემპერატურა 20
მარტამდე დღის საათებში +17, +19 გრადუსი დაფიქსირდება, 20 მარტიდან
კი აგრილდება. 21-22 მარტს იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის მიმართულების
ქარი”, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.