28 იანვრამდე საქართველოში უნალექო ამინდია მოსალოდნელი
გარემოს ეროვნული სააგენტოს
ინფორმაციით, 28 იანვრამდე საქართველოში მოსალოდნელია უნალექო
ამინდი.
25 იანვრამდე კოლხეთის დაბლობზე, ზემო იმერეთსა და გორი-სურამის გზის
მონაკვეთზე დროგამოშვებით იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი
ქარი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დასავლეთ საქართველოს
დაბლობში +11, +16, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში კი +4, +9 გრადუსის
ფარგლებშია მოსალოდნელი.
ქ. თბილისში უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა ღამის
საათებში -1, -3, ხოლო დღის საათებში +6, +8 გრადუსის ფარგლებში
დაფიქსირდება.