ცხრა იანვრის ამინდის პროგნოზი
სინოპტიკოსების ინფორმაციით დღეს
ბორჯომში დღის განმავლობაში მოსალოდნელია თოვა, ტემპერატურა -5°
გრადუსამდე დაეცემა.
ბაკურიანში -13° გრადუსი და თოვლია ნავარაუდევი.
რაც შეეხება მომდევნო დღეებს, გარემოს ეროვნული სააგენტოს
ინფორმაციით, 9-12 იანვარს საქართველოში მოსალოდნელია ჰაერის
ტემპერატურის მნიშვნელოვანი დაკლება, აღმოსავლეთ საქართველოში ზოგან
ძლიერი თოვა.
10-12 იანვარს შავი ზღვის სანაპირო რაიონებში, ზემო იმერეთში,
კოლხეთის დაბლობსა და გორი-სურამის გზის მონაკვეთზე დროგამოშვებით
იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძალიან ძლიერი ქარი (32-34 მ/წმ).
საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე შესაძლებელია ნისლი,
ქარბუქი, ხილვადობის გაუარესება, ლიპყინული, ელექტროგადამცემ ხაზებზე
შემოყინულობა.
10-11 იანვარს ღამის საათებში დასავლეთ საქართველოს დაბლობში ჰაერის
ტემპერატურის -3, -5 გრადუსამდე მოსალოდნელმა დაწევამ შესაძლებელია
ციტრუსოვანი კულტურების (განსაკუთრებით ლიმონის) დაზიანება,
აღმოსავლეთ საქართველოს ბარში კი ტემპერატურის -8, -10 გრადუსამდე
დაწევამ თოვლის საფარის გარეშე დარჩენილი საშემოდგომო ნათესების
დაზიანება გამოიწვიოს.