როგორი ამინდია მოსალოდნელი მომდევნო დღეებში
3 დეკემბრამდე დასავლეთ საქართველოს
ცალკეულ რაიონში სითბოს ფონზე შესაძლოა მცირე წვიმა აღინიშნოს. შავი
ზღვის სანაპირო რაიონებში,
ზემო იმერეთსა და კოლხეთის დაბლობზე
იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა
დღისით დაბლობ რაიონებში +14, +19 გრადუსი იქნება.
აღმოსავლეთ საქართველოში მოსალოდნელია შედარებით ცივი, ღრუბლიანი,
ნისლიანი და დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი. ჰაერის ტემპერატურა
ბარში დღის საათებში +4, +9 გრადუსი დაფიქსირდება.
ქ. თბილისში 3 დეკემბრამდე შედარებით ცივი, ღრუბლიანი, ნისლიანი და
დროგამოშვებით წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის
საათებში +7, +9 გრადუსი იქნება.