როგორი ამინდია მოსალოდნელი ბორჯომსა და ბაკურიანში
ბორჯომში სინოპტიკოსები ცვალებად
მოღრუბლულობას ვარაუდობენ, ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 14°
გრადუსი იქნება.
ბაკურიანში 8° გრადუსი და ღრუბლიანი ამინდია მოსალოდნელი.
რაც შეეხება დანარჩენ საქართველოს, გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ
გავრცელებული ინფორმაციით 26 ნოემბერს დღის ბოლოდან 27 ნოემბრის დღის
ბოლომდე საქართველოში (ძირითადად ქვეყნის დასავლეთ ნაწილში)
მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი, დასავლეთის მიმართულების ძლიერი
ქარი, ზღვაზე 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა, მაღალმთიან რეგიონებში
თოვლი, მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია დასავლეთ
საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, ხოლო
მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება
გამოიწვიოს.