საქართველოში ტემპერატურა 22 გრადუსამდე მოიმატებს
გარემოს ეროვნული სააგენტოს
ინფორმაციით, 18 ნოემბერს საქართველოში სითბოს ფონზე მოსალოდნელია
დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი. ჰაერის ტემპერატურა დღისით დაბლობსა
და ბარში +13, +18 გრადუსი იქნება.
მათივე ცნობით, 19 ნოემბრიდან მცირე ნალექი შენარჩუნებული იქნება
მხოლოდ ცალკეულ რაიონში. ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე
დათბება.
„ჰაერის ტემპერატურა 18 ნოემბერს დღისით დაბლობსა და ბარში +13, +18
გრადუსი დაფიქსირდება, ხოლო 19 ნოემბრიდან 23 ნოემბრამდე +17, +22
გრადუსამდე დათბება.