ამინდი
როგორ ამინდი იქნება მომდევნო დღეებში საქართველოში
25 ივლისამდე საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი. დროგამოშვებით იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი. 19-21 ივლისს ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობში დღის საათებში +20, +25 გრადუსი დაფიქსირდება, 22 ივლისიდან კი +23, +28 გრადუსამდე მოიმატებს. აღმოსავლეთ საქართველოს ბარში 19-20 ივლისს შენარჩუნებული იქნება ცხელი ამინდი. ჰაერის ტემპერატურა +31, +36 გრადუსი იქნება, ხოლო 21 ივლისიდან +26, +31 გრადუსამდე დაიკლებს.

ქ. თბილისში 19-20 ივლისს უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა +34, +36 გრადუსია მოსალოდნელი, ხოლო 22 ივლისიდან შესაძლოა ხანმოკლე წვიმა ელჭექით აღინიშნოს, ტემპერატურა კი +28, +30 გრადუსამდე დაიკლებს. იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის მიმართულების ქარი.

Print E-mail
FaceBook Twitter
კვირის პოპულარული სიახლე
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.