ამინდი
როდემდე გაგრძელდება წვიმიანი ამინდი საქართველოში
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 22 ივნისამდე დასავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონში შენარჩუნებული იქნება ხანმოკლე წვიმა და ელჭექი. 20 ივნისამდე ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში +23, +28 გრადუსი იქნება, ხოლო 20 ივნისს +28, +33 გრადუსამდე მოიმატებს.

აღმოსავლეთ საქართველოში 17 ივნისის დღის მეორე ნახევრიდან 18 ივნისის დილამდე მოსალოდნელია წვიმა ელჭექით, ზოგან შესაძლებელია ძლიერი და სეტყვა. 18 ივნისის დილიდან 22 ივნისამდე შედარებით გამოიდარებს, ხანმოკლე წვიმა ელჭექით შენარჩუნებული იქნება მხოლოდ ცალკეულ რაიონში. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +27, +32 გრადუსი დაფიქსირდება.

ქ. თბილისში 17-18 ივნისს მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. 19-21 ივნისს კი მცირე ხანმოკლე წვიმა შესაძლოა აღინიშნოს მხოლოდ ღამისა და საღამოს საათებში. ჰაერის ტემპერატურა +29, +31 გრადუსი დაფიქსირდება.

Print E-mail
FaceBook Twitter
კვირის პოპულარული სიახლე
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.