ამინდი
4 აპრილამდე წვიმა და ძლიერი ქარია მოსალოდნელი
სინოპტიკოსების ინფორმაციით, აღმოსავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონში შესაძლოა მცირე ნალექი აღინიშნოს. ზოგან იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობში +15, +20, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +9, +14 გრადუსი იქნება.

"1 აპრილს დღის ბოლოდან 4 აპრილამდე დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია წვიმა, ღამის საათებში მაღალმთაში თოვლი, დროგამოშვებით იქროლებს ძლიერი ქარი.

ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოში 1 აპრილს +17, +22 გრადუსამდე მოიმატებს, ხოლო 2-3 აპრილს +10, +15 გრადუსამდე დაიკლებს. აღმოსავლეთ საქართველოში +14, +19 გრადუსამდე დათბება.
ქ. თბილისში მცირე წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა 30 - 31 მარტს +10, +12, ხოლო 1-3 აპრილს +15, +17 გრადუსი დაფიქსირდება. 2-3 აპრილს დროგამოშვებით იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი", - ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.



Print E-mail
FaceBook Twitter
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.