ნაგვის დაყრისთვის დაკისრებული ჯარიმები იზრდება. პარლამენტში
,,ნარჩენებიის მართვის კოდსექსში'' შესატანი ცვლილებების პროექტი
დარეგისტრირდა.
კანონპროექტის მიხედვით, საცხოვრებელი სახლიდან ან სხვა შენობიდან 2
კგ-მდე მუნიციპალური ნარჩენით გარემოს დაბინძურება გამოიწვევს პირის
დაჯარიმებას 200 ლარით, ნაცვლად 100 ლარისა. იგივე ქმედება, ჩადენილი
ავტომობილიდან გამოიწვევს მძღოლის დაჯარიმებას 250 ლარით, ნაცვლად 120
ლარისა. ამავე ოდენობის ჯარიმის გადახდა მოუწევთ მათაც, ვინც 2კგ-მდე
ნარჩენს საზოგადოებრივი ტრანსპორტიდან გადაყრის. პროცესში ჩართულია 3
სხვადასხვა უწყება: საპატრულო პოლიცია , გარემოს დაცვითი
ზედამხედველობის დეპარტამენტი და ადგილობრივი მუნიციპალიტეტი.
ამავე კანონპროექტის თანახმად 5 ერთეულამდე საბურავით გარემოს
დანაგვიანება, გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 150 ლარის ნაცვლად 500
ლარის ოდენობით, ხოლო 5 ერთეული ან 5 ერთეულზე მეტი საბურავის
შემთხვევაში ჯარიმის ოდენობა 2000 ლარამდე იზრდება. განსხვავებუილია
ჯარიმების რაოდენობა ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის . ახალი
სანქციები შეაფასეს ბორჯომში.
ნარჩენების მართვის კოდექსი ძალაში 6 წლის წინ შევიდა , აღნიშნული
სიახლე გულისხმობს უკვე არსებული ჯარიმების გაორმაგებას , რას
ფიქრობენ აღნიშნული კანონპროექტის შესახებ გარემოს დაცვით
არასამთავრობო ორგანიზაციაში.
როგორც გარემოს დაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სტატისტიკაში
ჩანს დანაგვიანებისთვის სამცხე ჯავახეთის რეგიონის მასშტაბით სულ 90
ფაქტია დაფიქსირებული აქედან ყველაზე მეტი მუნიციპალური ნარჩენებით
გარემოს დანაგვიანებისთვის 45-ი ფიზიკური თუ იურიდიული პირი დაჯარიმდა
.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.