ბორჯომის ნახანძრალი ტყის აღდგენა შემოდგომიდან დაიწყება
15:41 / 23.07.2018
ბორჯომის ნახანძრალი ტყის აღდგენა შემოდგომიდან დაიწყება. აქამდე
მოხდა ტერიტორიის გაწმენდა და ხანძარსაწინააღმდეგო ბილიკების
შეკეთება.
2008 და 2017 წლების აგვისტოში გადამწვარი ფართობების აღდგენის
პროექტი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისრტმა ლევან
დავითაშვილმა, უწყების წარმომადგენლებთან და მხარის გუბერნატორთან
ერთად ჟურნალისტებს გააცნო. ხანძრის პერიმეტრი 943 ჰა-ს შეადგენს,
აქედან უმეტესი ნაწილი ომის დროს დამწვარი ტერიტორიაა. პირველ ეტაპზე
აღდგენას ექვემდებარება 250 ჰა ტყის ფართობი. მიმდინარე წლის
სექტემბრიდან ნერგების დარგვის და თესვის სამუშაოები შესრულდება.
დაირგვება ფოთლოვანი და წიწვოვანი სახეობის 400 000-მდე ნერგი.
სამუშაოები მეტყევე-სპეციალისტების ზედამხედველობით განხორციელდება,
წინა წლების მსგავსად დასაქმდება ადგილობრივი მოსახლეობა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.