თებერვალში უკანონო თევზჭერის 26 ფაქტი გამოვლინდა
1-ლი თებერვლიდან დღემდე, თევზჭერის წესების დარღვევის 26 ფაქტი
გამოვლინდა.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, გარემოსდაცვითი
ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2018 წლის 1-ლი
თებერვლიდან დღემდე, თევზჭერის წესების დარღვევის 26 ფაქტი
გამოავლინეს. მათ შორის 1 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს
შეიცავს.
ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე
გამოვლინდა 8 ფაქტი, აღმოსავლეთ რეგიონული სამმართველოს მასშტაბით -
6, დასავლეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე - 4,
სამცხე-ჯავახეთში - 3, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული
სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე - 3 ფაქტი, კახეთისა და შავი
ზღვის დაცვის კონვენციური სამმართველოს თანამშრომლებმა თევზჭერის
წესების დარღვევის თითო-თითო ფაქტი გამოავლინეს.
მოქალაქეებს კანონდარღვევის ჩადენის იარაღები და უკანონოდ მოპოვებული
თევზი ჩამოერთვათ. მასალები შემდგომი რეაგირებისათვის, შესაბამის
ორგანოებს გადაეგზავნებათ.