ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში ვიზიტორთა რაოდენობა გაიზარდა
2018 წლის იანვრის თვის მონაცემებით, საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე
ვიზიტორთა რაოდენობა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 43%-ით
გაიზარდა
და 16 475 შეადგინა.ვიზიტორთა შორის 54% ქართველია , ხოლო 46%
უცხოელი. ქართველი ვიზიტორების რაოდენობა გაზრდილია 17%-ით, ხოლო
უცხოელი ვიზიტორების რაოდენობა - 94%-ით.
სტატისტიკის მიხედვით, იანვრის თვის ყველაზე მონახულებადი
პარკებია:
• თბილისის ეროვნული პარკი
• ყაზბეგის ეროვნული პარკი
• პრომეთეს მღვიმე
• ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი
• სათაფლია