გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს ირაკლი მუკნიაშვილი
უხელმძღვანელებს.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა
თანამშრომლებს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ახალი
ხელმძღვანელი ირაკლი მუკნიაშვილი წარუდგინა.
ირაკლი მუკნიაშვილი 2012-2013 წლებში შსს კონტრდაზვერვის
დეპარტამენტის სამსახურის უფროსის თანამდებობას იკავებდა. 2013-2014
წლებში, იგი გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს
ხელმძღვანელობდა, ხოლო 2014-2017 წლებში ეროვნული სატყეო სააგენტოს
უფროსის მოადგილის თანამდებობას იკავებდა.
მუკნიაშვილმა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსის
თანამდებობაზე პაატა ბატიაშვილი ჩაანაცვლა, რომელიც დეპარტამენტს 2016
წლის აგვისტოდან ხელმძღვანელობდა.