ბორჯომში 12 არარეგისტრირებული სახერხი საამქრო გამოვლინდა
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის
რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ბოლო ერთი კვირის მანძილზე
, ბორჯომის მუნიციპალიტეტში, 12 არარეგისტრირებული სახერხი საამქრო
გამოავლინეს.
სოფლებში - მზეთამზე, ახალდაბა, ყვიბისი, გუჯარეთი, ჭობისხევი -
ასევე, დაბა წაღვერსა და დაბა არდაგანში, მოქალაქეებს, საცხოვრებელ
სახლის ეზოებში, მოწყობილი ჰქონდათ უკანონო სახერხი საამქროები.
ამოღებულია 12 არარეგისტრირებული, ე.წ. "ლენტური ტიპის" სახერხი
დანადგარი, 35 მ3-მდე უკანონოდ მოპოვებული წიწვოვანი სახეობის ხე-ტყე
(მრგვალი მორი) და 10 მ3-მდე უკანონო, პირველადი გადამუშავების
პროდუქტი - ფიცარი.
მიმდინარეობს გარემოსთვის მიყენებული ზიანის თანხის დაანგარიშება.
ამოღებული სახერხი დანადგარები გადატანილია ფინანსთა სამინისტროს
მომსახურების სააგენტოში.