დღეს გარემოს დაცვის მსოფლიო დღეა
გარემოს დაცვის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, გარემოსა და ბუნებრივი
რესურსების დაცვის სამინისტროს ინიციატივით, რამდენიმე აქცია გაიმარა.
მინისტრის პირველი მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი მცხეთის
მუნუციპალიტეტში, სოფელ გალაღანში, მცირე საოჯახო ტიპის სახლს
სტუმრობა, სადაც მზრუნველობამოკლებულ ბავშვებთან ერთად, დარგვის
აქციაში მიიღო მონაწილეობა. ეზოს მიმდებარე ტერიტორიაზე 40 -მდე
ტუიას, თელასა და კაკლის სახეობის ნერგები დაირგო.
ასევე, „სუფთად ევროპისკენ“ კამპანიის ფარგლებში, საქართველოს
რეგიონებში დასუფთავების მასშტაბური აქცია გაიმართა, რომელშიც
მონაწილეობა ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად,
მოსახლეობამ მიიღო.
1972 წლის 15 დეკემბერს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 5 ივნისი
გარემოს დაცვის დღედ გამოაცხადა. ამ დღეს სტოკჰოლმში გაიხსნა გაეროს
კონფერენცია, რომელიც ადამიანის საარსებო გარემოს პრობლემების
განხილვას მიეძღვნა.
გარემოსდაცვითი დღის აღნიშვნა მიზნად ისახავს ადამიანთა
პასუხისმგებლობის გაცნობიერებას ბუნების მიმართ, გარემოს მდგრადი
განვითარებისათვის ხელშეწყობას და გარემოს შენარჩუნებისა და
გაუმჯობესებისათვის ბრძოლაში საზოგადოების აქტიურ ჩართვას.
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ინიციატივით "გაეროს
გარემოსდაცვითი პროგრამა"(UNEP) ყოველი წლის 5 ივნისს უძღვნის
გარემოსდაცვით ერთ-ერთ პრობლემას. წლევანდელი გარემოს დაცვის
საერთაშორისო დღის თემაა ადამიანის კავშირი ბუნებასთან.