საბურავების დაწვისათვის 500 ლარამდე დაჯარიმდებით
აღდგომის წინა ოთხშაბათს ე.წ. "ჭიაკოკონობა" იმართება. კოცონის
დასანთებად ავტომობილების საბურავებს და პლასტიკურ მასალებს იყენებენ.
ამჯერად ამისათვის შესაძლოა დაჯარიმდეთ.
საბურავებისა და პლასტიკური მასალების წვის შედეგად გარემოსა და
ადამიანთა ჯანმრთელობისათვის საშიში ტოქსიკური, კარცეროგენული
ნივთიერებები და აირები გამოიყოფა. საფრთხე ექმნება მოსახლეობის,
განსაკუთრებით კი, ბავშვების ჯანმრთელობას, რომლებიც აქტიურად
მონაწილეობენ ამ რიტუალში.
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო მიმართავს
მოსახლეობას - არ დაწვან საბურავები და პლასტიკური მასალები.
ნებისმიერი ტიპის ნარჩენების ღია წესით დაწვა აკრძალულია და
გამოიწვევს დაჯარიმებას 200-დან 500 ლარამდე. გარემოსდაცვითი
ზედამხედველობის დეპარტამენტი დააწესებს მკაცრ კონტროლს აღნიშნულ
ქმედებაზე და ყველა დამრღვევის მიმართ კანონმდებლობით დადგენილ ზომებს
გაატარებს.