დაცული ტერიტორიების პირველი საერთაშორისო სამიტი ბორჯომში გაიმართება
დაცული ტერიტორიების პირველი
საერთაშორისო სამიტი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის
სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტოს ორგანიზებით, 2023 წლის
7-9 ნოემბერს ჩატარდება. სამიტს ბორჯომი უპასპინძლებს.
სამიტის მიზანია, ეროვნული პარკების საერთაშორისოდ აღიარებული,
წარმატებული მართვის პრაქტიკასთან გაცნობა და გამოცდილების
გაზიარება.
ღონისძიების მონაწილე მსოფლიოს წამყვანი ეროვნული პარკების
წარმომადგენლები აშშ-დან, გერმანიიდან, შვედეთიდან, რუმინეთიდან,
მაკედონიიდან, სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, უკრაინიდან, თურქეთიდან და
კორეის რესპუბლიკიდან, შეეხებიან ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს,
როგორიცაა: ბიომრავალფეროვნების კონსერვაციის საერთაშორისო მოდელები
ეროვნულ პარკებში არსებული ტექნოლოგიები და სისტემები ეკოტურიზმის
მდგრადი განვითარების ხელშეწყობის გზები.
ღონისძიება ორგანიზებულია ფონდის Global Conservation
მხარდაჭერით.
ღონისძიების თანადამფინანსებლები: კავკასიის ბუნების ფონდი,
საქართველოს ბანკი, გლობალური გარემოსდაცვითი ფონდი (GEF) და გაეროს
განვითარების პროგრამა (UNDP), ზუკოვის ფონდი, (Succow Stiftung),
USAID ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამა, SABUKO.