გარემოს დაცვა
22 ოქტომბერი ხის დარგვის დღეა
ხის დარგვის საერთაშორისო დღის აღნიშვნის ფარგლებში, ეროვნული სატყეო სააგენტოს ინიციატივით, სოფელ მისაქციელის საჯარო სკოლის ეზოში დარგვის აქცია გაიმართა.

სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე 20-მდე წიწვოვანი სახეობის ნერგი დაირგო. ეროვნული სატყეო სააგენტოს კამპანიას „დარგე ხე“, სკოლის მოსწავლეებთან ერთად, საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები - სამოქალაქო აქტივისტები, ჟურნალისტები, მსახიობები და სპორტსმენები შეუერთდნენ. ნარგავების მოვლა-პატრონობაზე სკოლის მოსწავლეები იზრუნებენ. ღონისძიების მიზანი ტყის მოვლა-აღდგენასა და შენარჩუნებასთან დაკავშირებით საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაა.

„ეროვნული სატყეო სააგენტოს ერთ-ერთი პრიორიტეტი ქვეყნის მასშტაბით ტყის აღდგენის ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელებაა. ამ მიმართულებით საქმიანობის მასშტაბები თვალსაჩინოდ გაიზარდა, რითაც სააგენტო ასრულებს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის მიმართ ნაკისრ ვალდებულებას, რის მიხედვითაც, ქვეყანამ 2030 წლისთვის 4000 ჰა-ზე მეტ ფართობზე უნდა უზრუნველყოს დეგრადირებული ტყეების აღდგენა. ბოლო წლების განმავლობაში, ეროვნული სატყეო სააგენტო ტყის აღდგენის ღონისძიებებს ამ სამიზნე მაჩვენებლის გათვალისწინებით ახორციელებს. 2023 წლისთვის, სააგენტო, ჯამში, 1535 ჰა ტყის მასივს აღადგენს“, - აღნიშნა ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსმა, კახა ცერცვაძემ.

ხის დარგვის საერთაშორისო დღე 1874 წელს დაარსდა. მისი დამაარსებელი ამერიკელი ბოტანიკოსი, სოფლის მეურნეობის მინისტრი სტერლონგ მორტონია.


Print E-mail
FaceBook Twitter
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.