კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკის შემცირება - შეხვედრა სათემო ორგანიზაციებთან
12:23 / 06.11.2021
გარემოს დაცვისა და სოფლის
მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების
ცენტრმა, პროექტის „კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების
რისკის შემცირება საქართველოში“ ფარგლებში, სათემო ორგანიზაციების
წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრები გამართა.
შეხვედრა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს
გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორმა, თამარ
ალადაშვილმა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) გარემოს დაცვისა
და ენერგეტიკის მიმართულების ხელმძღვანელმა, ნინო ანთაძემ გახსნეს.
პროექტის ექსპერტებმა, სათემო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან
ერთად, კატასტროფის რისკის შემცირებაში თემის როლისა და მონაწილეობის
შესახებ იმსჯელეს. პროექტი 7 წლიანია და საქართველოს 10
მუნიციპალიტეტს მოიცავს.
პროგრამა „კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკის
შემცირება საქართველოში“ დაფინანსებულია საქართველოს მთავრობის,
კლიმატის მწვანე ფონდის (GCF), შვეიცარიის და შვედეთის მთავრობის
მიერ, მის განხორცილებას კი, გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP)
უზრუნველყოფს.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.