„საქმიანი ეზოს“ მოწყობის სამუშაოები
სრულდება სამცხე-ჯავახეთის რეგიონში. ეროვნული სატყეო სააგენტოს
უფროსმა არჩილ ნიკოლეიშვილმა, „საქმიანი ეზო“ ადიგენის
მუნიციპალიტეტში, სოფელ ჩორჩანში გახსნა.სამუშაოები თითქმის დასრულებულია
ასპინძაში, წაღვერში, ბორჯომსა და ბაკურიანში. სოციალური ჭრები
ეტაპობრივად გაუქმდება, სააგენტო ორგანიზებულად განახორციელებს
ხე-ტყის დამზადებას, დახარისხებასა და დასაწყობებას ე.წ. „საქმიან
ეზოებში“, მოსახლეობას და კერძო სექტორს კი ხე-ტყის შეძენა და
ტრანსპორტირება მათთვის სასურველ პერიოდში შეეძლებათ. გარემოს დაცვისა
და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით, „საქმიანი ეზო“
საქართველოს ყველა რეგიონში მოეწყობა, ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი
კომპონენტი, ტყის ახალი კოდექსისა, რომელიც საქართველოს პარლამენტმა
უკვე დაამტკიცა.
„საქმიანი ეზოს“ მოწყობისთვის სამუშაოები უკვე დასრულებულია 13
ობიექტზე. წლის ბოლომდე, ქვეყნის მასშტაბით, სულ 26 „საქმიანი ეზო“
მოეწყობა. შედეგად, მერქნული რესურსის დამზადების მიზნით,
ტყითსარგებლობა განხორციელდება გაცილებით ეფექტიანად, შემცირდება
უკანონო ჭრები და ტყეზე უარყოფითი გავლენა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.