ყოველ საღამოს, ბორჯომის ცენტრალურ ისტორიულ პარკში ყველა
მსურველს, კლასიკური მუსიკის მოსმენა შეუძლია.
4 აგვისტოს სტიქიის შემდეგ განწყობის ასამაღლებლად და დამსვენებლების
გასახალისებლად , ქუთაისიდან მოწვეული მუსიკოსები პარკში მისული
დამსვენებლებისთვის უკრავენ. ისინი სამ საკრავ ინსტრუმენტზე, ვიოლინო,
ვიოლინჩელო და ფორტეპიანო ორი კვირის მანძილზე, დღეში ორსაათნახევრის
განმავლობაში შეასრულებენ კლასიკურ ნაწარმოებებს.