ახალი ამბები
ბორჯომის 24 საარჩევნო უბანზე კომისიის წევრები აირჩიეს
7 სექტემბერს, N36 ბორჯომის საოლქო საარჩევნო კომისიამ, საუბნო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელი პირები და კომისიის წევრები აირჩია. ჯამში, 24 საარჩევნო უბანზე 192 ხელმძღვანელი/წევრი აირჩა.

2-5 სექტემბერს შესარჩევ კონკურსში მონაწილეობის მსურველებს საშუალება ჰქონდათ განცხადებით მიემართათ შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიისთვის, ან საკონკურსო დოკუმენტაცია წარედგინათ სპეციალური ელქტრონული პლატფორმის საშუალებით.

წელს პირველად სავალდებულო იყო კონკურსანტებისთვის საარჩევნო მოხელის სერტიფიკატი. რაც ნიშნავს იმას, რომ საუბნო საარჩევნო კომისიების წევრობის და უბნის თავმჯდომარის კონკურსში მონაწილეებს აქვთ საარჩევნო სამართალში შესაბამისი ცოდნა.

"ამ სტანდარტებს ცესკო ნერგავს იმისათვის, რომ საარჩევნო უბანზე ამომრჩევლის მომსახურება უფრო და უფრო დაიხვეწოს და გახდეს უკეთესი რა თქმა უნდა, მათი საქმიანობა იყოს მიუკერძოებელი და პროფესიონალიზმზე დაფუძნებული.
ჩვენის მხრივ, საოლქო საარჩევნო კომისია, მოვუწოდებთ საარჩევნო პროცესებში ჩართულ მხარეებს ნუ შეეცდებიან ახლად არჩეული საუბნო საარჩევნო კომისიების წევრების და მათი საქმიანობის წინასწარ დისკრედიტაციას."
- ნათქვამია ცესკო-ს განცხადებაში.
Print E-mail
FaceBook Twitter
კვირის პოპულარული სიახლე
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.