ახალი ამბები
რას ნიშნავს პროპორციული არჩევნები?
2024 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე 50 დღეა დარჩენილი. საქართველოს ისტორიაში პირველად, ეს არჩევნები სრულად პროპორციული წესით ჩატარდება.

პროპორციული სისტემა ასეთია - პოლიტიკური პარტიები იღებენ არჩევნებში მიღებული ხმების წილის პროპორციულ მანდატებს.
აქამდე პარლამენტარების ნაწილს პროპორციული წესით, ნაწილს კი - მაჟორიტარული წესით ვირჩევდით.


„Ქართულმა ოცნებამ“ 2024 წლის არჩევნებზე საკუთარი პარტიისთვის მაჟორიტარების ნაცვლად „დელეგატის“ ცნება შემოიღო, თუმცა ეს არ ცვლის მთავარს: პოლიტიკურ პარტიებს ამა თუ იმ ოლქში მაჟორიტარი კანდიდატები აღარ ეყოლებათ და ამომრჩეველი ხმას მხოლოდ პარტიულ სიებს მისცემს, სადაც პოლიტიკოსები რიგითობის მიხედვით იქნებიან ჩაწერილი - სიაში ყველას თავისი ნომერი ექნება.

შედეგების გამოცხადების შემდეგ, რამდენ მანდატსაც პარტია მიიღებს, სიიდანაც შესაბამისი რაოდენობის კანდიდატს შეიყვანს პარლამენტში.

მანდატები კი ასე გადანაწილდება: შედეგების მიღების შემდეგ, ცენტრალური საარჩევნო კომისია (ცესკო) დააჯამებს იმ პარტიების ხმებს, რომლებმაც 5%-იანი ბარიერი გადალახეს და მიღებული ხმების წილის პროპორციულად გადაანაწილებს მათზე საპარლამენტო მანდატებს.

აი, რა წერია საარჩევნო კოდექსში:

„პოლიტიკური პარტიის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობის დასადგენად მის მიერ მიღებული ხმების რაოდენობა მრავლდება 150-ზე და იყოფა ყველა იმ პოლიტიკური პარტიის მიერ მიღებული ხმების ჯამზე, რომლებმაც არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ნამდვილი ხმების (არ ითვლება გაბათილებული ბიულეტენები - რ.თ.) 5 პროცენტი მაინც მიიღეს“.

ეყოლება თუ არა საქართველოს პირველი კოალიციური მთავრობა? ამ კითხვაზე პასუხი ოქტომბერში გახდება ცნობილი, მაგრამ იმის თქმა დანამდვილებით დღესვე შეიძლება, რომ სრულად პროპორციულ სისტემაზე გადასვლა ამის შანსს ზრდის.


წყარო: რადიო თავისუფლება


Print E-mail
FaceBook Twitter
კვირის პოპულარული სიახლე
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.