ახალი ამბები
საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განისაზღვრა
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო), 2024 წლის 26 ოქტომბრის პარლამენტის არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა.


არჩევნებისთვის მზადების პროცესში საარჩევნო სუბიექტებისთვის თანაბარი საარჩევნო გარემოს ხელშეწყობის მიზნით, კანონმდებლობით შესაძლებელი უადრესი ვადის გათვალისწინებით, საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრის განსაზღვრის მიზნით წილისყრის პროცედურა დღევანდელ სხდომაზე გაიმართა.

აღსანიშნავია, რომ რიგითი ნომრების განაწილების პროცესი ლაივ რეჟიმში გადაიცემოდა და ყველა დაინტერესებულ პირს ჰქონდა შესაძლებლობა თვალყური ედევნებინა აღნიშნული პროცედურებისთვის. სხდომას ადგილობრივი და საერთაშორისო დამკვირვებლებიც ესწრებოდნენ.

საარჩევნო სუბიექტებისთვის რიგითი ნომრები ცესკომ როგორც წილისყრით, ისე შესაბამისი უფლებამოსილი პარტიების მიერ კანონმდებლობით განსაზღვრულ ვადებში (არაუგვიანეს 17 ივლისი) წარმოდგენილი განცხადებების საფუძველზე მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე განსაზღვრა.




საარჩევნო სუბიექტებს განესაზღვრათ შემდეგი რიგითი ნომრები:


№1 – „კი ევროპას – სტრატეგია აღმაშენებელი”;

№2 – „ევროპული საქართველო – მოძრაობა თავისუფლებისთვის”;

№3 – „საქართველოს ერთობისა და განვითარების პარტია”;

№4 – „ახალი ერთობა გვარამია მელია”;

№5 – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”;

№6 – „საქართველოს ევროპელი დემოკრატები”;

№7 – „ალეკო ელისაშვილი – მოქალაქეები”;

№8 – „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი”;

№9 – „ლელო საქართველოსთვის”;

№10 – „საქართველოს ლეიბორისტული პარტია”;

№11 – „საქართველოს რესპუბლიკური პარტია”;

№12 – „ჩვენი გაერთიანებული საქართველო”;

№13 – „საქართველოს სოციალ – დემოკრატიული პარტია”;

№14 – „მესამე გზა”;

№15 – „სამართლიანობისთვის”;

№16 – „შეცვალე საქართველო”;

№17 – „საქართველო”;

№18 – „პროგრესი და თავისუფლება”;

№19 – „დემოკრატთა ალიანსი”;

№20 – „თავისუფალი საქართველო”;

№21 – „ტრიბუნა”;

№22 – „კანონი და სამართალი”;

№23 – „თავისუფალი არჩევანი – ახალი ალტერნატივა”;

№24 – „მწვანეთა პარტია”;

№25 – „გახარია საქართველოსთვის”;

№26 – „მემარცხენე ალიანსი”;

№27 – „ქართველ ერთობა”;

№36 – „ახალი პოლიტიკური ცენტრი”;

№41 – „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო”;

№48 – „ანა დოლიძე – ხალხისთვის”.
Print E-mail
FaceBook Twitter
კვირის პოპულარული სიახლე
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.