მაუწყებლის თვითრეგულირების საბჭო
მაუწყებელთა თვითრეგულირების ერთიანი სააპელაციო საბჭოს დებულება
მაუწყებელთა თვითრეგულირების ერთიანი სააპელაციო საბჭოს დებულება
1. ზოგადი დებულებები:
1.1,,მაუწყებელთა თვითრეგულირების ერთიანი სააპელაციო საბჭო”, შემდგომში საბჭო, არის მაუწყებელთა თვითრეგულირების მექანიზმის ეფექტურობის გაზრდის მიზნით შექმნილი ორგანო, რომელის
მოქმედების საფუძველს ქმნის საქართველოს კონსტიტუცია, მაუწყებლობის მარეგულირებელი
საერთაშორისო ხელშეკრულებები, მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონი, ”საქართველოს
საარჩევნო კოდექსი”,”საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონი, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ სხვა საკანონმდებლო აქტები ,,მაუწყებელთა ქცევის კოდექსი” .1.2 საბჭო დაფუძნებულია საქართველოს 20 მაუწყებლის (25-ე არხი, „გურია,“ „ოდიში,“ „მეცხრე ტალღა,“
„კოლხეთი 89,“ „ჯიხა,“ „რიონი,“ „ეგრისი,“ „ზარი,“ „იმერვიზია,“ „არგო,“ „დია,“ „მეცხრე არხი,“ „ბორჯომი,“
„ატვ 12,“ „ფარვანა,“ „ქვემო ქართლის ტელეკომპანია,“ „მარნეული,“ „ბოლნელი,“ „თანამგზავრი,“
„გურჯაანი.“) ხელმძღვანელთა გადაწყვეტილებით (23.04.2016)
2. საბჭოს მიზანი
2.1 საბჭოს მიზანია ხელი შეუწყოს მაუწყებელთა მიერ მაუწყებელთა ქცევის კოდექსით განსაზღვრული პროფესიული სტანდარტების დაცვას და გაწერილი რეკომედაციების გათვალისწინებას, აუდიტორიის
ინტერესების დაცვას და საზოგადოებისადმი პასუხისმგებლობითი დამოკიდებულებით, მაუწყებელთა
სანდოობის ზრდას.
3. საბჭოს წევრობა
3.1 საბჭოს წევრად კანდიდატის წარგენა შეუძლია მაუწყებელის წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ
პირს, რომელიც აღიარებს ერთიან სააპელაცო საბჭოს. წევრად არჩევა ხდება მაუწყებელთა გაერთი-ანების წევრების ხმათა უბრალო უმრავლესობით, ღია კენჭისყრის გზით.
3.2 საბჭოს წევრად არ შეიძლება დასახელდეს საჯარო მოხელე, პოლიტიკური პარტიის წევრი, პირი,
რომელიც წარმოადენს რომელიმე ამუწყებლის თვითრეგულირების ორგანოს პირველი ინსტანციის საბჭოს.
3.3. წევრის არჩევა ხდება უვადოდ, იმ დრომდე ვიდრე წევრი საკუთარი ნებით არ დატოვებს საბჭოს, ან
წევრის გარდაცვალების შემთხვევაში, ან არ წარმოიშვება 3.2 -ით განსაზღვრული გარემოებები, ან არ
მოხდება მაუწყებელთა გაერთიანების მიერ წევრის გაწვევა ღია კენჭისყრის შედეგად ხმათა უბრალო
უმრავლესობით.
4. წევრის უფლება მოვალეობანი
4.1 წევრს უფლება აქვს:
ა. არჩეულ იქნას საბჭოს თავმჯომარედ 1 წლის ან მეტი ვადით, საბჭოს ხმათა უმრავლესობით.
ბ. მონაწილეობა მიიღოს საბჭოს მუშაობაში.
გ. სარგებლოდეს ხმის უფლებით საბჭოს მიერ გადაწყვეტილებების მიღებისას.
დ. მიიღოს ინფორმაცია საბჭოს მუშაობის შესახებ
4.2 წევრი ვალდებულია
ა. დაიცვას წინამდებარე დებულება და საბჭოს მირ მიღებული გადაწყვეტილებები.
ბ. მაუწყებლის თვითრეგულირების ორგანოს პირველი ინსტანციის მიერ მიღებული გადაწყვეტილებიდან
7 დღის ვადაში დაინტერესებული მხარისგან საბჭოს წევრებთან თანამშრომლობით მიიღოს სააპელაციო
საჩივარი.
გ.საბჭოს მიერ სააპელაციო საჩვრის მიღებიდან 30 დღის ვადაში მიიღოს მონაწილეობა სააპელაციო
საჩივრის განმხილველ სხდომაში.
დ. სააპელაციო საჩივრის მიღებიდან 30 დღის ვადაში მიიღოს გადაწყვეტილება საჩივართან დაკავშირებით, ან დამატებითი დროის საჭიროება დაასაბუთოს წერილობით.
ე. საბჭოს სხვა წევრებთან თანამშრომლობით უზურნველყოს საჩივრით დაინტერესებულ პირთა
ინფორმირება განხილვის პროცედურებთან დაკავშირებით, დიანტერესბული მხარეების მონაწილების
უზრუნველყოფის მიზნით.
ვ. საბჭოს წევრებთან თანამშრომლობის გზით, უზრუნველჰყოს მიღებული გადაწყვეტილების შესახებ
წერილობითი ინფორმაციის დაგზავნა ყველა დაინტერესებული მხარისთვის.
5. ანგარიშვალდებულება
საბჭო ანგარიშვალდებულია მაუწყებელთა გაერთიანების წინაშე.
6. საბჭოს კრება
6.1 საბჭოს უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოა საბჭოს კრება, რომლის
მოწვევის პერიოდულობა განისაზღვრება საბჭოს თავმჯდომარის მიერ.
6.2 საბჭოს კრება უფლებამოსილია, თუკი მას ესწრება წევრთა უმრავლესობა, მაგრამ
არანაკლებ სრული შემადგენლობის 2/3.
6.3 კრება გადაწყვეტილებებს იღებს დამსწრეთა უმრავლესობით. ყოველ წევრს აქვს ერთი ხმა. ხმის
გადაცემა დაუშვებელია.
6.4 საბჭოს კრებას, დამსწრეთა ხმების უმრავლსეობით, შეუძლია ხმის უფლებით საჩივრის განსახილველ
სხდომაზე მოიწვიოს განსახილველი საკითხის მცოდნე 1 ან მაქსიმუმ 2 პირი, რომელთაც უშუალოდ
მოწვეული სხდომის მიმდინარეობისას შეუძლიათ ისარგებლონ საბჭოს წევრთა უფლებით.
7. ხელმძღვანელობა და წარმომადგენლობა
7.1 საბჭოს ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლებამოსილებას ახორციელებს საბჭოს
თავმჯდომარე,
8. დისციპლინური პასუხისმგებლობა
8.1 საბჭოს წევრის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობა დგება ამ დებულების 4. მუხლით
განსაზღვრული ვალდებულების დარღვევისას.
8.2 დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომებია: ა) გაფრთხილება; ბ) საყვედური; გ) გარიცხვა.
8.3 საბჭოს წევრის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომების გამოყენების შესახებ
გადაწყვეტილებას იღებს საბჭოს კრება, საბჭოს წევრთა ხმათა უმრავლესობით.
8.4. საბჭოს წევრის მიერ ზედიზედ 2 საბჭოს სხდომის გაცდენა დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომად
გამოიყენება წევრის საბჭოდან გარიცხვა.
8.5. საბჭოს გადაწყვეტილებით საბჭოს წევრი შეიძლება გაირიცხოს საბჭოდან, თუკი მისი საქმიანობა
ეწინააღმდეგება საბჭოს მიზნებს ან იგი უხეშად არღვევს დებულებით მასზე დაკისრებულ მოვალეობებს.
9. გარდამავალი დებულებები
9.1 საბჭოს გაუქმება, საბჭოს საქმიანობის შეწყვეტა ხდება საბჭოს წევრთა აბსოლუტური უმრავლესობის
ან/და მაუწყებელთა გაერთიანების წერილობით დასაბუთებული გადაწყვეტილებით.
9.2 საბჭოს დებულებაში ცვლილებების შეტანა ხორციელდება საბჭოს კრებაზე მიღებული
გადაწყვეტილებით, რომელიც მიღებულ უნდა იქნეს საბჭოს კრებაზე დამსწრე წევრთა ხმათა
უმრავლესობით.


ტელეკომპანია ბორჯომის თვითრეგულების საბჭო.




Print E-mail
FaceBook Twitter
კვირის პოპულარული სიახლე
«« დეკემბერი 2024 »»
252627282930 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31 12345
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.