პოლიტიკა
ევროკავშირის ქვეყნების ელჩებმა საქართველოსთვის 150 მილიონი ევროს გამოყოფას მხარი დაუჭირეს
ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებმა მხარი დაუჭირეს ევროპული კომისიის წინადადებას ათი ქვეყნისთვის სამი მილიარდი ევროს ოდენობის მაკროფინანსირების დახმარების შესახებ, რომლებიც მონაწილეობენ ევროკავშირის გაფართოებისა და მეზობლობის პოლიტიკაში. ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრესსამსახური იუწყება.
"ქვეყნები, რომლებიც მონაწილეობენ გაფართოებისა და მეზობლობის პოლიტიკაში - ჩვენი უახლოესი პარტნიორები არიან. ახლა, როგორც არასდროს, აბსოლუტურად აუცილებელია, რომ ერთად ვიყოთ და მოვახდინოთ სოლიდარობა ამ გლობალური კრიზისის ეკონომიკური და სოციალური შედეგების გადასალახად" , - განაცხადა ხორვატიის ფინანსთა მინისტრმა ზდრავკო მარიჩმა ევროკავშირის ელჩების გადაწყვეტილების კომენტირებისას.
"დოიჩე ველეს" ინფორმაციით, მეტ-ნაკლებად დიდ თანხას მიიღებს უკრაინა 0 1.2 მილიარდ ევროა, 150 მილიონ ევროს საქართველო მიიღებს, 100 მილიონ ევროს - მოლდოვა.
გადაწყვეტილების ძალაში შესასვლელად აუცილებელია ევროპარლამენტისა და ევროსაბჭოს მხარდაჭერა.

Print E-mail
FaceBook Twitter
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.