ვიზიტორთა ცენტრები 6 აპრილის ჩათვლით დაკეტილი იქნება
ახალი ტიპის კორონავირუსის, „COVID-19“-ის გავრცელების პრევენციის
მიზნით, საქართველოს დაცული ტერიტორიების ვიზიტორთა ცენტრები 14 მარტს
დაიკეტა.
არსებული ვითარების გამო, ეს პერიოდი, 6 აპრილის ჩათვლით გაგრძელდება.
ამის შესახებ განცხადება დაცული ტერიტორიების სააგენტომ საკუთარ
გვერდზე გააკეთა.
დაცული ტერიტორიების სააგენტო ამ პერიოდის განმავლობაში დისტანციურად
იმუშავებს და მომხმარებლებს სიახლეებს ვებ-გვერდისა და სოციალური
ქსელის საშუალებით გააცნობს.