ახალი ამბები
ჩინეთის დიდი კედლის ძირითადი ნაწილი ტურისტებისათვის დაიხურება
კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო, კარანტინი ხუბეის პროვინციის 13 ქალაქში გამოცხადდა. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს. ჩინეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებით პროვინციაში, სადაც 41 მილიონზე მეტი ადამიანი ცხოვრობს საავტომობილო გადაადგილება აიკრძალა. იქამდე კი ცნობილი გახდა, რომ ქალაქ უხანში კორონავირუსით დაინფიცირებული პაციენტებისთვის სპეციალური საავადმყოფო აშენდება.

კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო, ჩინეთის დიდი კედლის ძირითადი ნაწილი ტურისტებისათვის დაიხურება. ამასთანავე, პეკინში გაზაფხულის ფესტივალთან დაკავშირებული ყველა დაგეგმილი ღონისძიება გაუქმდა.

ბოლო მონაცემებით, ჩინეთში კორონავირუსით დაღუპულია 26 ადამიანი, დაინფიცირებულთა რაოდენობამ კი - 830-ს მიაღწია. ხელისუფლება ვირუსის კიდევ უფრო სწრაფად გავრცელებას ელოდება. ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ქვეყნის ოთხი ქალაქი გადაკეტეს. კორონავირუსის გამოვლინების შემთხვევები ასევე დადასტურდა ამერიკის შეერთებულ შტატებში, ჰონგ-კონგში, ტაივანში, ტაილანდში, იაპონიაში, ვიეტნამსა და სამხრეთ კორეაში.
Print E-mail
FaceBook Twitter
«« ოქტომბერი 2024 »»
30 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31 123
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.