ზამთრის კურორტზე წარმოქმნილ პრობლემებთან დაკავშირებით ბორჯომის მუნიციპალიტეტი განცხადებას ავრცელებს
"როგორც მოგეხსენებათ, ზამთრის კურორტებზე სერიოზულ გამოწვევას
წარმოადგენს საცობები და მყარი ნარჩენების მართვა.
იმ მიზნით, რომ ზამთრის სეზონზე კურორტებზე გადატვირთული მოძრაობა,
დასუფთავების და სხვა საკითხები მაქსიმალურად გაუმჯობესდეს,
პრემიერ-მინისტრის დავალებით, მოხდა გამოწვევების იდენტიფიცირება და
შემუშავდა მათი გადაჭრის გზები. მათ შორისაა როგორც სადისტრიბუციო,
ასევე დასუფთავების მანქანების ოპერირების დროის მართვა.
დაბა ბაკურიანში სხვადასხვა სავაჭრო, კვების ობიექტებისა და
სასტუმროებისთვის სადისტრიბუციო ავტომობილებით მომარაგება მოხდება
შემდეგი გრაფიკით:
დაბა ბაკურიანი
ორშაბათ-ხუთშაბათი: მოძრაობა თავისუფალია (არ ვრცელდება საათობრივი
შეზღუდვა მოძრაობაზე)
პარასკევი: 14:00-საათამდე მოძრაობა თავისუფალია-სადისტრიბუციო
ავტომობილებს შეუძლიათ მოამარაგონ სხვადასხვა ობიექტები.
პარასკევი-შაბათი-კვირა: მოძრაობა დაშვებულია მხოლოდ ღამის საათებში
(23:00 საათიდან - 08:00 საათამდე)
დროებითი შეზღუდვა ამოქმედდება 2020 წლის 01 იანვრიდან მარტის
ბოლომდე.
რაც შეეხება მყარი ნარჩენების გატანის საკითხს, იმ მიზნით, რომ
კურორტებზე შენარჩუნდეს სუფთა გარემო, არ წარმოიშვას ხელოვნური
საცობი, მყარი ნარჩენების გატანა განხორციელდება ყოველდღე, საღამოს
21:00 დან დილის 09:00-მდე.
სამთო კურორტებზე გაზრდილი ტურისტული ნაკადების ფონზე
უმნიშვნელოვანესია, რომ სხვადასხვა დაწესებულებებმა (საოჯახო და
მსხვილმა სასტუმროებმა,მაღაზიებმა, კვების ობიექტებმა და ა.შ)
გამოიჩინონ გულისხმიერება და საყოფაცხოვრებო ნარჩენების გადაყრა
მოხდეს ამ პერიოდში - საღამოს 21:00 დან დილის 09:00-მდე.
ვიმედოვნებთ, რომ ერთიანი ძალისხმევით მიმდინარე ზამთრის სეზონი
ქვეყნის კურორტებზე წარმატებით ჩაივლის. ჩვენს საერთო მიზანს
წარმოადგენს ოთხივე ზამთრის კურორტზე იყოს გამორჩეულად წარმატებული
სეზონი, რათა მაღალი ხარისხით, მაღალი მომსახურების დონით და
გამართული ინფრასტრუქტურით შევხვდეთ როგორც უცხოელ, ასევე ადგილობრივ
დამსვენებლებს" - ნათქვამია ბორჯომის მუნიციპალიტეტის
განცხადებაში.