ბორჯომში, პლატო-სადგერის ტერიტორიაზე, ე.წ. საკემპინგე ზონა ეწყობა.
ტურისტებს საშუალება ექნებათ იპიკნიკონ და კარვებში ღამისთევით
დარჩნენ.
ტურისტული ზონის მოწყობა ამჟამად მიმდინარეობს და უახლოეს პერიოდში
დამთავრდება სამუშაოები. პროექტის დასრულების შემდეგ, აღნიშნული
ინფრასტრუქტურა ეროვნულ სატყეო სააგენტოს გადაეცემა და მისი
მმართველობის ქვეშ იქნება. სწორედ ამ უწყების გადასაწყვეტი იქნება,
დაწესდება თუ არა კონკრეტული ტარიფები მომხმარებლებისთვის, საკემპინგე
ზონით სარგებლობისათვის.
პროექტს, რომლის სახელწოდებაა „ტყის მრავალფუნქციური გამოყენების
პოპულარიზაცია და დანერგვა ბორჯომის მუნიციპალიტეტში“ , ახორციელებს
სახეობათა კონსერვაციის სამეცნიერო კვლევითი ცენტრი „ნაკრესი“,
„სამცხე-ჯავახეთის მედია ცენტრთან“ პარტნიორობით ეკო-გრანტების
პროგრამის ფარგლებში. ეკო-გრანტების პროგრამა ინიცირებული და
დაფინანსებულია BP -ისა და მისი პარტნიორების მიერ
ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის და სამხრეთ კავკასიის გაზსადენის
პროექტების ფარგლებში. პროგრამის განმახორციელებელი პარტნიორია
კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი, სი-თი-სი.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.