ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკს, წელიწადის ნებისმიერ დროს უამრავი
ვიზიტორი ჰყავს. ველური ბუნების დასალაშქრად, ყოველდღიურად მოდიან
როგორც ქართველი ასევე უცხოელი ტურისტები.
მათი უმრავლესობა ტურს მეგობრებთან ერთად აწყობს. მოლაშქრეთა კლუბი
„მამბერი“, ეროვნული პარკის ხშირი სტუმარია. კლუბის წევრებმა ტრადიცია
არც წელს დაარღვიეს და თოვლიანი „ლომის მთის“ მონახულება კიდევ ერთხელ
გადაწყვიტეს, რომელიც მათთვის ერთ-ერთი უსაყვარლესი ტურისტული
ბილიკია. ჯგუფის წევრები განსაკუთრებული ემოციებით საუბრობენ იმ
პეიზაჟებზე, რაც გზად შეხვდათ. მასალის სრულად სანახავად, დააკლიკეთ
ფოტოს.