საქართველოს ივლისში მილიონამდე საერთაშორისო მოგზაური ეწვია
შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, 2017 წლისივლისში
საქართველოს თითქმის მილიონი საერთაშორისო მოგზაური ეწვია
(982,487ვიზიტორი. )
რაც 217,724-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (ზრდა
+28.5%)-ია. აღსანიშნავია, რომ მსგავსი მონაცემები საქართველოს
ისტორიაში, ჯერ არც ერთ თვეში არ დაფიქსირებულა.
თითქმის 33 %-ით არის გაზრდილი ტურისტების რიცხვიც. ივლისის თვის
მაჩვენებლებით, იმ უცხოელი მოგზაურების ანუ ტურისტების რიცხვმა,
რომლებმაც 24 საათი და მეტი დაჰყვეს საქართველოში 519,349შეადგინა,
რაც128,651-ით მეტია 2016 წლის ივლისის მაჩვენებელზე
(ზრდა+32.9%).
2017 წლის ივლისის ყველაზე მეტი ვიზიტი რუსეთიდან(+60.4%), სომხეთიდან
(+25.4%), აზერბაიჯანიდან(+13.8%),თურქეთიდან (+0.6%) და ირანიდან
(+85.8%) განხორციელდა.
პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნების
მიმართულებიდან, საიდანაც საქართველოში ჩამოსვლების რაოდენობის ზრდის
კუთხით, ივლისში გამოირჩეოდნენ ნიდერლანდები +43%, გაერთიანებული
სამეფო +34%, გერმანია +33% და საფრანგეთი +33%. განსაკუთრებული ზრდა
დაფიქსირდა შემდეგი ქვეყნებიდან ლიბანი +579%, იორდანია +373%, საუდის
არაბეთი +254%, ქუვეითი +207%, ირანი +86% და აშშ +65%.
იანვარი -ივლისი - 7 თვის მონაცემები
2017 წლის იანვარი - ივლისის თვის მონაცემებით საქართველოს 3,978,657
საერთაშორისო მოგზაური ეწვია, რაც 572,195-ით მეტია წინა წლის
ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (ზრდა+16.8%)-ია.
იანვარი - ივლისის თვის მაჩვენებლებით იმ უცხოელი მოგზაურების ანუ
ტურისტების რიცხვმა, რომლებმაც 24 საათი და მეტი დაჰყვეს საქართველოში
1,829,331შეადგინა, რაც 423,816-ით მეტია 2016 წლის იანვარი - ივლისის
მაჩვენებელზე (ზრდა +30.2%).
2017 წლის იანვარ - ივლისში ყველაზე მეტი ვიზიტი აზერბაიჯანიდან
(+8.7%), სომხეთიდან (+18.3%), რუსეთიდან (+35.9%), და ირანიდან
(+169.5%) განხორციელდა.
პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნების
მიმართულებიდან, საიდანაც საქართველოში ჩამოსვლების რაოდენობის ზრდის
კუთხით, იანვარ - ივლისში გამოირჩნენ ავსტრია +52%, ნიდერლანდები
+39%, გერმანია +32%, გაერთიანებული სამეფო +29% და საფრანგეთი +26%.
განსაკუთრებული ზრდა დაფიქსირდა შემდეგი ქვეყნებიდან იორდანია +398%,
ლიბანი +318%, საუდის არაბეთი +218%, ქუვეითი +185%, ირანი +170% და
უზბეკეთი +138%.
ტურიზმი, ეკონომიკის მნიშვნელოვანი სექტორი
2017 წლის პირველი კვარტლის მონაცემებით შემოსავალი უცხოური
ტურიზმიდან საქართველოში შეადგენდა 434.6 მილიონ დოლარს (ზრდა
+23.3%), რაც 82 მილიონით მეტია წინა წლის ანალოგიურ
მაჩვენებელზე.
ტურიზმის წილი მთლიან შიდა პროდუქტში 2017 წლის პირველი კვარტლის
მონაცემებით შეადგენს 6.8%-ს. ზრდა წინა წელთან შედარებით
+0.8%-ია.
2017წლის იანვარი-ივნისის მონაცემებით საერთაშორისო მოგზაურების მიერ
უცხოური საგადახდო ბარათებით განხორციელებულმა ოპერაციებმა951,335
ათასი ლარი შეადგინა, წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით
+33.5%-იანი ზრდა დაფიქსირდა.